მაი 23, 2015 სამარხვო ცომეული
ნიგვზის ჩებურეკი “სამარხვო”
მასალა:
ცომი:
პურის ფქვილი 500გრ.
ზეთი 1 ჩ/კ.
წყალი 190–250მლ. (ან რასაც შეიზელს ცომი)
მარილი 0,5 ჩ/კ.
ფარში:
ნიგოზი 1 ჭიქა
კარტოფილი 2 ც.
ნიორი 1 კბილი
ხახვი 1 თავი
შვრიის ფანტელები 0,5 ჭიქა
ზეთი შესაწვავად
კამა, ოხრახუში, მწვანე ხახვი, შავი პილპილი და მარილი გემოვნებით.
მომზადება:
ფქვილი გავცრათ, დავამატოთ ზეთი და კარგად ავურიოთ. წყალში გავხსნათ მარილი, შემდეგ მარილიანი წყალი დავასხათ ფქვილან მასას და მოვზილოთ ცომი. მომზდებული ცომი დავმრგვალოთ, შევახვიოთ პარკში და შევინახოთ მაცივარში (საყინულეში) 30 წუთით. 30 წუთის შემდეგ ცომი გამოვიღოთ მაცივრიდან, მოვაჭრათპატარა ნაწილები და გავაბრტყელოთ თხლად (მრგვალად),თითოეული გაბრტყელებული ცომის ნახევარზე მოვათავსოთმომზადებული ფარში და გადავკეცოთ მთვარისებურად, კუთხეებზედავაწვეთ ჩანგლით (გავაფორმოთ) და შევწვათ ზეთში ორივემხირდან.
ფარშის მომზადება:
ნიგოზი, კარტოფილი, ნიორი, ხახვი და შვრიის ფანტელები, გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, დავმატოთ მარილი, პილპილი და კარგად ავურიოთ. ტაფაზე დავასხათ ზეთი, მოვათავსოთ მასზე მომზადებული მასა და შევწვათ. შეწვის შემდეგ გადმოვიღოთ ჯამზე დავამატოთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, კამა, ოხრახუში და კარაგდ ავურიოთ.
ივნ 15, 2015
ივნ 08, 2015
ივნ 08, 2015
ივნ 08, 2015
მარ 16, 2014
ოქტ 16, 2017
ინგრედინეტები: 1 კილოგრამი პამინდორი ნიგოზი 200 გრამი ხახვი 2-3 თავი ნიორი 1-2 კბილი...ოქტ 16, 2017
ინგრედიენტები: ბადრიჯანი ნახევარი კილო ნიგოზი 200 გრამი ხახვი 2-3 ნიორი 1-2 კბილი...სექ 27, 2017
ინგრედიენტე: 1,5 კგ ვაშლი 500 გრამი ხაჭო ნახევარი ჭიქა ქიშმიში 30 გრ კარაქი 8 კვერცხის...მაი 31, 2015
ბულგარული წიწაკა ბოსტნეულით მასალა: ბულგარული წიწაკა 8ც. ბრინჯი 1 ჭიქა...მაი 27, 2015
შემწვარი კარტოფილი სოკოთი “სამარხვო” მასალა: კარტოფილი 500გრ. მოხარშული სოკო...აპრ 01, 2014
საჭირო მასალა: კარტოფილი – 5-6ც. პატარა ქინძი – 1 კონა ოხრახუში – 1 კონა მწვანე...